ესკუს გელი

მედიკამენტები

ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო საშუალება , ესკუს გელი.
სამმაგი სამკურნალო ეფექტით
ხსნის ტკვილს,აქრობს ანთებას, ამცირებს შეშუპებას.

ჩვენება:რადიკულიტი, დაჟეჟილობა, სხვადასხვაგვარი დაზიანება (სპორტი, სატრანსპორტო შემთხვევა), დაჭიმულობა, მოტეხილობა, კონტუზია, სისხლჩაქცევა, ანთებითი და დეგენერაციული პროცესები სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში

ქვედა კიდურებში, როგორიც არის :  სიმძიმე ,შეშუპება ,წვა ,ქავალი  ტკივილი

ტეგები:

აღწერა

გამოყენების ინსტრუქცია

ესკუს-გელის მალამო

შემადგენლობა
აბუსალათინის ზეთი —– 25.0 გ

ზეითუნის ზეთი —– 20.0 გ

ქაფურის ზეთი —– 15.0 გ

სანთელი თეთრი ან ყვითელი —— 15.0 გ

პიტნის ზეთი —— 25.0 მლ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტისეპტიკური და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატი

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება.

ჩვენება

ვენების ქრონიკული უკმარისობის სიმპტომები: შეშუპება, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტკივილი ქვედა კიდურებში, სიმძიმის შეგრძნება, ფლებიტი, თრომბოფლებიტი, ტროფიკული წყლული, რბილი ქსოვილების დახურული დაზიანება, კანქვეშა ჰემატომა, ბუასილი.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება

მტკივნეული არეში 2-4 გ მალამო შეიზილეთ დღეში 2-ჯერ და შეიხვიეთ თხელი საფენით

გამოშვების ფორმა
25 გ პოლიეთილენის ტუბებში

ვარგისიანობის ვადა
2 წელი.

შენახვის წესი
სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი
სამკურნალო სამედიცინო ფირმა ~ესკულაპი~
ჭიაურელი ქ. # 2, თბილისი, საქართველო

ტელ: 26 13 33

 

 

There are no reviews yet.

Be the first to review “ესკუს გელი”

Your email address will not be published.