ესკუს სომნი სიროფი

მედიკამენტები

მცენარეულ კომპონენტებზე დამზადებული ვეგეტატიური ნერვული სისტემის სამკურნალო პროფილაქტიკური საშუალება

ჩენება ბავშვებში
აფექტო-რესპირატული სინდრომი (ჩაბჟირება) .
დაყვირება და ტირილი ძილში, შფოთიანობა, ოფლიანობა.
ტიპიური ტიკი-ჰიპერკინეზი.
ძილის რიტმის დარღვევა-უძილობა, ღამის კოშმარი.
ღამის ენურიზი.
ჰიპერდინამიკური სინდრომი.

პუბერტატული (გარდატეხის პერიოდი) 12-15 წლამდე.

ადვილად აღზგნებადობა, შიში.
ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა (გაფანტულობა).
გახშირებული გულის ცემა, უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში.
თავის ტკივილი (დაკავშირებული ნერვულ დაძაბულობასთან).
ძილის რიტმის დარღვევა.
ფსიქოვეგეტატიური დარღვევები.

ტეგები:

აღწერა

 

 

ესკუს-სომნის სიროფი

სედატიური პრეპარატი

შემადგენლობა
კატაბალახას ფესურები ფესვებით _ 40.0 გ
ღჰიზომატა ცუმ რადისიბუს Vალერიანაე
ბარამბოს ბალახი _ 20.0 გ
Hერბა Mელისსაე
კრაზანას ბალახი _ 20.0 გ
Hერბა Hყპერიცი
თავშავას ბალახი _ 20.0 გ
Hერბა Oრიგანი
შავბალახას ბალახი _ 20.0 გ
Hერბა Lეონური
შაქრის სიროფი
შირუპუს შაცცჰარი – საჭირო რაოდენობით 1000 გ
სიროფის მისაღებად

ფარმაკოლოგიური მოქმედება
მცენარეთა ექსტრაქტთა ნაკრების კომბინირებული პრეპარატი. ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ და ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე. ამცირებს შიშს, ღელვას და ფსიქიკურ დაძაბულობებს. ადუნებს გლუვ კუნთებს.

 

ჩვენება

ნევრასთენიის მსუბუქი ფორმა, Aადვილად აღზგნებადობა, შიშის შეგრძნება, ქრონიკული დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა (გაფანტუულობა, მეხსიერების დაქვეითება), ოფლიანობა, უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის ცვალებადობა. ძილის რიტმის დარღვევა, უძილობა (მსუბუქი ფორმა), თავის ტკივილი (დაკავშირებული ნერვულ დაძაბულობასთან), შაკიკი, ვეგეტო დისტონია, კლიმაქტერული სინდრომი.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება

პერორალურად!
მოზრდილებში _ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
1-3 წლამდე ბავშვებში ½1 ჩაის კოვზი 2-ჯერ;
3-6 წლამდე ბავშვებში 1 ჩაის კოვზით 3-ჯერ დღეში.
6-15 წლამდე 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა
125გ ნარინჯისფერ მინის ან პოლიეთილენის ბოთლში მჭიდროდ დახურული
ხუფით. თითოეულ ბოთლს აკრავენ ეტიკეტს.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი.

შენახვის წესი
სინათლისგან დაცულ, მშრალ, ოთახის ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი
შპს ~ესკულაპი~
ჭიაურელის ქ. # 2. თბილისი, საქართველო
თელ: 26 13 33

 

 

There are no reviews yet.

Be the first to review “ესკუს სომნი სიროფი”

Your email address will not be published.