იმუნიტასი

მედიკამენტები

იმუნიტასი ვიტამინების , მიკრო-მაკროელემენტების, ამინომჟავების კომპლექსი
აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმს იცავს ვირუსებისგან .

ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსს ,გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას .

სპორტცმენებში სწრაფად აღადგენს ენერგეტიკულ დანახარჯებს, ადიდებს კუნთოვან მასას.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მკურნალობა და პროფილაქტიკა (იოდდეფიციტის დროს).

ბავშვებში კბილებისა და ძვლოვანი ქსოვილის ფორმირება
მოზრდილებში და ბავშვებში კალციუმის უკმარისობა.

მოზარდებში ზრდაში ჩამორჩენა.

მოტეხილობების და ქირურგიული ოპერაციების შემდგომ აღდგენითი პერიოდი- რეაბილიტაცია.

აჩერებს თმის ცვენის პროცესს და ხელს უწყობს ზრდის პროცესს, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, მატებს სიმკვრივეს და ბუნებრივ ბზინვარებას. ხელს უწყობს ქერტლის, ქავილის და სებორეის გაქრობას.

ტეგები:

აღწერა

გამოყენების ინსტრუქცია
იმუნიტასი
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
ოროვანდის ფესურების ფესვების სქელი ექსტრაქტი – 5.0გ
ჭინჭარის ბალახის სქელი ექსტრაქტი – 5.0გ
მუმიო – 5.0 გ
ჟენშენის ფესვების სქელი ექსტრაქტი – 5.0გ
სპირულინას სქელი ექსტრაქტი – 5.0გ
დამხმარე ნივთირებები:
შაქარი – 64.0გ
გამოხდილი წყალი საჭირო რაოდენობით 100გ სიროფის მისაღებად.
სამკურნალო ფორმა: სიროფი, პერორალური მიღებისათვის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოლივიტამინები, მიკროელემენტებით და ბუნებრივი
წარმოშობის კომპონენტებით. იმუნომოდულატორული საშუალება.
ჩვენებები:
ავიტამინოზების და ჰიპოვიტამინოზების პროფილაქტიკა:
იმუნური სტატუსის დაქვეითება ვირუსული, პარაზიტული და სხვა ინფექციური
პათოლოგიების დროს, მათ შორის სეზონური ვირუსების თავიდან აცილების
მიზნით. ჰიპო და ავიტამინოზები.
არარაციონალური კვება, კვების რეჟიმის შეცვლა.
თმის ცვენა.
მადის დაქვეითება.
ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი – რეკონვალესცენციის დაჩქარების
მიზნით.
სასიცოცხლო ტონუსის დაქვეითება.
ფიზიკური და ფსიქიური გადაღლილობა, სტრესი, დეპრესია.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
უსაფრთხოების ზომები:
პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატიის მიღების დროს აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა:
იმუნიტასის გამოყენება არ მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების
დაცვას.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან,
მეტრონიდაზოლთან და სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად.
გამოყენების მეთოდები და დოზები:
პერორალურად, დიდებში სუფრის კოვზით 3-ჯერ დღეში ჭამამდე 10 წუთით
ადრე. ბავშვებში 1-3 წლამდე ჩაის კოვზით 2-ჯერ დღეში, 3-6 წლამდე ჩაის კოვზით
3-ჯერ დღეში, 6-15 სუფრის კოვზით 2-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი.
ჭარბი დოზირება: არ არის დადგენილი.
შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურა.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
გამოშვების ფორმა: 125გ სიროფი ნარინჯისფერ პოლიეთილენის ბოთლში, საზომი ჭიქით, თითოეული ბოთლი მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელის დასახელება და მისამართი:
შპს ,,სამედიცინო სამკურნალო ფირმა ესკულაპი“
ჭიაურელის ქ. #2, თბილისი, საქართველო. ტელ: 2540454

There are no reviews yet.

Be the first to review “იმუნიტასი”

Your email address will not be published.