ვალერიანისა და ბარამბოს სიროფი

მედიკამენტები

მცენარეული სედატიური და საძილე საშუალება
ჩვენება:
გუნება – განწყობილების ხშირი ცვლა.
გადაღლა, აპათია, დაქვეითებული მოტივაცია.
შიშის, განგაშის მდგომარეობა.
ძილის დარღვევა.
შფოთვა, მომატებული ნერვული აგზნებადობა.
გაღიზიანებადობა.
თამბაქოსთვის თავის დანებების დროს, – მდომარეობის შემსუბუქება.

ტეგები:

აღწერა

 

გამოყენების ინსტრუქცია
ვალერიანი და ბარამბო
შემედაგენლობა
აქტიური ნივთიერება:
ვალერიანის ნაყენი 6 მლ
ბარამბოს ნაყენი 9მლ
დამხმარე ნივთიერებები:
შაქარი 64 გ
გამოხდილი წყალი საჭირო რაოდენობით 125გ პრეპარატის მისაღებად
სამკურნალო ფორმა : სიროფი, შიგნით მისაღები
ფარამაკოლოგიური ჯგუფი : სედატიური
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მცენარეული ექსტრაქტებისაგან შედგენილი კომბინირებული პრეპარატი,ამცირებს ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის აგზნებადობას ,ხასიათდება სპაზმოლიზური და სედატიური ეფექტით.

ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება როგორც სედატიური საშუალება ნერვული აგზნებადობის და უძილობის დროს .

უკუჩვენებები :
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

უსაფრთხოების ზომები : პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

განსაკუთრებული მითითებანი: პრეპარატიის მიღების დროს აკრძალულია ალკოჰოლის მიღება .

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა უნდა მიიღონ ექიმის კონტროლის ქვეშ.

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა: მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისას და სხვა ისეთი პოტენციურად საშიში საქმიანობისას, რაც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება ცნს-ის დამრთგუნველ პრეპარატებთან (ალკოჰოლი, ბარბიტურატები , ტრანქვილიზატორები და ა.შ) ერთად თანადროული გამოყენებისას გათვალისწინებულ იქნას სედაციური და საძილე ეფექტის გაძლიერება .

გამოყენების მეთოდები და დოზები
დიდებში ერთი სუფრის კოვზით 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, ბავშვებში 2-6 წლამდე ½1 ჩაის კოვზით 2-ჯერ დღეში, 6-15 წლამდე 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ.
გვერდითი მოვლენა : ხანგრძლივი გამოყენებისას – ყაბზობა.

ჭარბი დოზირება : ძილიანობა.

შენახვის პირობები :ოთახის ტემპერატურა.

ვარგისიანობის ვადა :2 წელი.

გამოშვების ფორმა: 125 გ.სიროფი ნარინჯისფერ პოლიეთილენის ბოთლში, საზომი ჭიქით, თითოეული ბოთლი მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ
მწარმოებელის დასახელება და მისამართი
სამკურნალო სამედიცინო ფირმა ~ესკულაპი~

ჭიაურელის ქ. # 2. თბილისი, საქართველო

ტელ: 2540454

 

 

 

There are no reviews yet.

Be the first to review “ვალერიანისა და ბარამბოს სიროფი”

Your email address will not be published.