გასტროენტერო სტაბილი
მედიკამენტებიმწვავე და ქრონიკული გასტრიტი.
ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების ანთება .
დისპეფსია-საჭმლის მონელების დარღვევა(ბოყინი,გულძმარვა,სიმძიმის და გულისრევის შეგრძნება).
კუჭის და თორმეტგოჯას წყლული.
გასტროენტეროკოლიტი.
დისბაქტერიოზი.
მწვავე და ქრონიკული დიარეა.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
ნაწლავის მეტეორიზმი და სპაზმი.
აღწერა
გამოყენების ინსტრუქცია
გასტრო ენტერო სტაბილი
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება
მუმიო _ 5.0გ
უკვდავას ყვავილების სქელი ექსტრაქტი- 3.0 გ
ბროწეულის ნაყოფის ქერქის სქელი ექსტრაქტი – 3.0 გ
წყლის მარწყვაბალახის ფესვების სქელი ექსტრაქტი – 3.0 გ
ვარდკაჭაჭას ბალახის ქერქის სქელი ექსტრაქტი – 3.0 გ
დინდგელი -1.5 გ
დამხმარე ნივთირებები
შაქარი _ 64.0 გ
გამოხდილი წყალი საჭირო რაოდენობით 100გ სიროფის მისაღებად.
სამკურნალო ფორმა : სიროფი , პერორალური მიღებისათვის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ანთების საწინააღმდეგო , ნაწლავების მიკროფლორის მარეგულირებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები : გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, ანტიდიარეული,ანტიმიკრობული , ასევე ეფექტურია ნაწლავის სპაზმის დროს, მეტეორიზმის და კუჭის აშლილობის დროს. აძლიერებს იმუნურ თავდაცვას.
ჩვენებები :
•მწვავე და ქრონიკული გასტრიტი
• დისპეფსია
•კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, რომელიც გამოწვეულია თამბაქოს მოწევით, ალკოჰოლის, ყავის, ტკბილეულის გამოყენებით.
•გასტროენტეროკოლიტი
•მწვავე და ქრონიკული ინფექციური დიარეა
• დიარეა ალიმენტური და მედიკამენტოზური
• ნაწლავის დისბიოზი
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
• ნაწლავის მეტეორიზმი და სპაზმი
უკუჩვენებები :
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
უსაფრთხოების ზომები : პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
განსაკუთრებული მითითებანი: პრეპარატიის მიღების დროს აკრძალულია ალკოჰოლის მიღება .
Oორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
Aავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა: გასტროენტეროსტაბილის გამოყენება არ მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან, მეტრონიდაზოლთან და სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად.
Gგამოყენების მეთოდები და დოზები: პერორალურად ,დიდებში სუფრის კოვზით 3-ჯერ დღეში ჭამამდე 10 წუთით ადრე . ბავშვებში 1-3 წლამდე ½ ჩაის კოვზით 2-ჯერ დღეში, 3-6 წლამდე ჩაის კოვზით 3-ჯერ დღეში, 6-15 სუფრის კოვზით 2-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენა : არ არის დადგენილი
ჭარბი დოზირება : ყაბზობა.
შენახვის პირობები : ოთახის ტემპერატურა
ვარგისიანობის ვადა :2 წელი.
გამოშვების ფორმა: 125 გ. სიროფი ნარინჯისფერ პოლიეთილენის ბოთლში, საზომი ჭიქით, თითოეული ბოთლი მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ
მწარმოებელის დასახელება ,მისამართი:
მწარმოებელი : შპს ,, სამედიცინო სამკურნალო ფირმა ,, ესკულაპი,,
ჭიაურელის ქ. # 2. თბილისი, საქართველო
ტელ: 2540454
There are no reviews yet.