ულტრა ბრონქო

მედიკამენტები

ხველების და ანთების საწინააღმდეგო საშუალება
ყველა ტიპის ხველება : მშრალი , სპაზმური და ნახველით .
ფარინგიტი.
ლარინგიტი.
ბრონქიტი მწვავე და ქრონიკული.
ულტრა ბრონქო ამწიფებს ნახველს და შემდეგ შლის
ულტრაბრონქო აწმენდს -ათავისუფლებს სასუნთქი სისტემის გზებს თამბაქოს გამონაბოლქვიდან და ხსნის სპაზმურ ხველას.

ტეგები:

აღწერა

გამოყენების ინსტრუქცია
(ულტრა ბრონქო)
შემადგენლობა :
აქტიური ნივთიერება:
დინდგელას სპირტიანი ნაყენი 5.0 გ
სპირტიანი ნაყენი ფიჭვის კვირტების 30.0 გ
ტუხტის სიროფი 25.0 გ
დამხმარე ნივთირებები : თაფლი ნატურალური 40.0 გ

სამკურნალო ფორმა : სიროფი , პერორალური მიღებისათვის.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი : ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო
ფარმაკოლოგიური თვისებები: ულტრაბრონქოს ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მასში შემავალი ინგრადიენტებით იგი აძლიერებს მუკოლიზს, ამცირებს ნახველის სიბლანტეს და ხელს უწყობს მის გათხიერებას, სასუნთქი გზების ეპითელიუმზე ზეგავლენის შედეგად ასტიმულირებს ნახველის ევაკუაციას სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, ხასიათდება ანტიბაქტერიული თვისებებით.ჩვენებები :ულტრაბრონხოს სიროფი გამოიყენება , მწვწვე და ქრონიკული ტრაქეიტის, ბრონქიტის, ტრაქეობრონქიტის, ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების დროს. ნახველის ევაკუაციის გასაძლიერებლად.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

უსაფრთხოების ზომები : პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
განსაკუთრებული მითითებანი: პრეპარატიის მიღების დროს აკრძალულია ალკოჰოლის მიღება .

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა : პრეპარატი არ მოქმედებს ამ სახის სამუშაოების შესრულებაზე.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: ულტრა ბრონქოს მიღება დასაშვებია სხვა ამოსახველებელ პრეპარეტებთან ერთად .

გამოყენების მეთოდები და დოზები
დიდებში 1 ს. კ. დღეში 3- ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.გვერდითი მოვლენა : შესაძლებელია ალერგიული რეაქცია

ჭარბი დოზირება : არ აღინიშნება.

შენახვის პირობები : ოთახის ტემპერატურა

ვარგისიანობის ვადა :2 წელი.

გამოშვების ფორმა
125 გ. სიროფი ნარინჯისფერ პოლიეთილენის ბოთლში, საზომი ჭიქით, თითოეული ბოთლი მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელის დასახელება ,მისამართი:

შპს ესკულაპი
ჭიაურელის ქ. # 2. თბილისი, საქართველო

ტელ: 2540454

There are no reviews yet.

Be the first to review “ულტრა ბრონქო”

Your email address will not be published.