დოქტორ ღლონტის მალამო

მედიკამენტები

დამწვრობა,მზის ,სოლაროუმის ,თერმული.
ჭრილობა.
ნაწოლები.
ეგზემა.
ფსორიაზი.
ტროფიკული წყულული.
მწერის ნაკბენი.
წითელი ქარი
ბუასილი
ყველა ტიპის ეპილაციის შემდეგ , ალაგებს კანის სიწითლეს , შეშუპებას და წვას
პატარებში,, პამპერსის ,, გამოყელვის ( გამომწვარის) დროს .
დოქტორ ღლონტის დამწვრობის მალამო: გამოყენების შემთხვევაში – დამწვრობის შემდეგ არ რჩება კანზე ნაწიბური და პიგმენტური ლაქები

ტეგები:

აღწერა

გამოყენების ინსტრუქცია

დოქტორ ღლონტის დამწვრობის მალამო,,

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება:
შედგენილობა:

ასკილის ზეთი —– 5. გ

ქაცვის ზეთი —– 5. გ

ქაფურის ზეთი —– 5. გ

დამხმარე ნივთიერებები :
აბუსალათინის ზეთი 5.გ
თაფლის სანთელი 5. გ.

სამკურნალო ფორმა : მალამო , გარეგანი გამოყენებისთვის .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილ გამაყუჩებელი და ანტისეპტური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.
ჩვენებები
ჩვენებები:

I,II,III, ხარისხის დამწვრობა, ხოლო IV ხარისხის დამწვრობისას ამზადებენ დამწვარ ზედაპირს კანის პლასტიკური ოპერაციიცსთვის, მოყინვა, გამოყელვის დროს, წითელი ქარი, ექსკორიაცები.

უკუჩვენებები:არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს, უკუჩვენება არ გააჩნია.

უსაფრთხოების ზომები: პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

განსაკუთრებული მითითებანი : არ აქვს განსაკუთრებული მითითებები

ორსულობა და ლაქტაცია : პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა : პრეპარატი არ მოქმედებს ამ სახის სამუშაოების შესრულებაზე.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან უერთიერთქმედება : არ არის დადგენილი .

გამოყენების მეთოდები და დოზები :

ჭრილობის (დამწვარი) ზედაპირის შესაბამისი ანტისეპტიური(3% წყალბადის ზეჟანგის) ხსნარით დამუშავების შემდეგ, დავაფარებთ მიტკლის ნაჭერზე ან სამფენა დოლბანდზე თხელი ფენით წასმულ მალამოს. შემდეგ გადავახვევთ. ჭრილობა უნდა დამუშავდეს და ნახვევი გამოიცვალოს 24 საათში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები :დღეისათვის რაიმე გვერდითი მოვლენა არ არის აღნიშნული .

ჭარბი დოზირება : არ აღინიშნება.

შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურა .

ვარგისიანობა: 2 წელი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა :25 გ პოლიეთილენის ქილა მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები : გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელის დასახელება და მისამართი
შპს სამედიცინო სამკურნალო ფირმა ~ესკულაპი~
ჭიაურელი ქ. # 2, თბილისი, საქართველო
ტელ: 254 04 54

There are no reviews yet.

Be the first to review “დოქტორ ღლონტის მალამო”

Your email address will not be published.