ესკუს ვიტალი  მცენარეულ  კომპონენტებზე  დამზადებული კობინირებული პრეპარატი

 

პრეპარატის შემადგენლობა  

საფერავი:შეცავს ორგანული მჟავეებს, ვალიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, რკინას, ალუმინის მარილებს,  და B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს. საფერავი აფერთოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს გულის კუნთის კვებას, აფერხებს ქოლლესტერინის დაგროვებას არტერიის კედელზე, ამაგრებს სისხლძარღვთა კედელს და აქვეითებს მათ განვლადობას. არეგულირებს სისხლძარღვთა კედელში ელასტიური ბოჭკოების ზრდას და ეწინააღმდეგება ათეროსკლეროზის განვითარებას. ამცირებს სისხლში თრომბოციტების აგრეგაციას. გააჩნია ანტიოქსიდანტური და ანტიქოლესტერინული მოქმედება,საფერავში შემავალი გლუკოზა დადებითად მოქმედებს გულის კუნთის შეკუმშვაზე, საფერავი შეიცავს ანტიმჟანგავ პოლფენოლს, რომელიც ათიათასჯერ ძლიერია ვიდრე  EE  ვიტამინი.

 

კუნელი:შეიცავს ორგანულ მჟავებს, ტერპენოიდებს, სტეროიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონიდ-ჰიპეროზიდს, სორბიტის, ქოლინს, აცეტოქოლინს, ეთერზეთებს, აცეტილქოლინს. აძლიერებს მიოკარდის შეკუმშვის მოქედებას (ძალას)  და აქვეითებს მის აღზნებას,  აძლიერებს მგრძნობელობას გულის გლიკოზიდებისადმი, არეგულირებს გულის რიტმულ მოქმედებას. რამდენადმე ამცირებს  წნევას, ნაყოფი ხელს უწყობს სისხლის პლაზმაში ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას და ხელს უშლის ათერომული დანალექების წარმოქმნას სისხლძარღვებში. აძლიერებს სისხლისმიმოქცევას ტვინის სისხლძარღვებში და ვენოზურ სისხლძარღვებში.

ცხენის წაბლა:შეიცავს ტრიტერპენულ გლიკოზიდ ესცინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავანოიდებს, გლიკოზიდებს,  კუმარინებს (ესკულანი, ფრაკსინი). ახასიათებს შეშუპების საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო (ბუტადიონზე ძლიერი), ვენომატონიზირებელი, ესცინი ამცირებს ლიმფოდენადობას, ამცირებს პლაზმოლიმფოტიკური ბარიერის შეღწევადობას (კაპილარების გამაგრების თვისება).

 

პიტნა:ეთერზეთებია სადაც მენთოლის წილი 41-65%-ია, შეიცავს ასევე კაროტინს, გესპერინს, ბეტაინს. მიკროელემენტებს: სპილენძს, მანგანუმს, სტრონციუმს და სხვა. ძირითადი მოქმედი ნივთიერება მენთოლი იწვევს შინაგანი ორგანოების სისხლძარღვების რეფლექსურ გაგანიერებას ამით აიხსნება ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება სტენოკარდიის დროს.

 

თავშავა:შეიცავს ეთერზეთს, რომლის შემადგენლობაში შედის თიმოლი და კარვაკროლი, მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას. გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი თვისება.


1მცენარეული პრეპარატი ესკუსვიტალი   ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და ვენების ქრონიკული უკმარისობის, სამკურნალო პროფილაქტიკური საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანგიოპროტექტორი , ვენოტონიკი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

 

 პრეპარატი მოქმედებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე, სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე, მიკროცირკულაციაზე და ვაზომოტორულ რეაქციებზე. პრეპარატი აუმჯობესებს ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას. უზრუნველყოფს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს ნეიროსენსორულ ორგანოებში იშემიური ეპიზოდის დროს. ახასიათებს ანტიჰიპოქსიური მოქმედება. ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და უჯრედულ მემბრანებში არსებული ლიპიდების ზეჟანგვით დაჟანგვას. ესკუსვიტალი უზრუნველყოფს ნორმალურ ფუნქციონირებას მემბრანული იონური არხის, ახასიათებს კარგად გამოხატული შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება არტერიებზე, ვენებზე, ასევე  ვაზომარეგულირებელი მოქმედება კაპილარებზე.

 

ჩვენება

ვენების ქრონიკული უკმარისობის სიმპტომები (ტკივილი, შეშუპება) პარესთეზიები და დაბუჟების შეგრძნება, აკროციანოზი, ტროფიკული დარვევები,

ღამის კრამპები,

ქავილი, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაში,

აუმჯობესებს ლიმფის დრენაჟს და მიკროცირკულაციას,

ქრონიკული ბუასილი და ჰემოროიდული კრიზები.

 

რატომ უნდა ავირჩიოთ ესკუსვიტალი?

ახასიათებს მოქმედების ფართო სპექტრი.

პრეპარატი დამზადებულია ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე.

მოქმედების სწრაფი ეფექტი.

პრაქტიკულად არა აქვს უკუჩვენება.

ორსულობა და ლაქტაცია არ წარმოადგენს წინააღმდეგჩვენებას.

 

დოზირება

1 ს.კ. ესკუსვიტალი და 1 ს.კ. წყალი განაზავეთ ერთმანეთში და მიიღეთ დღეში 2-ჯერ ჭამის შემდეგ.

 

გამოშვების ფორმა

 100 მლ ნაყენი

 

მწარმოებელი  შ.პ.ს "ესკულაპი"