სუპერ დენტოლაინი -კომბინირებული პრეპარატი.

ჯანმრთელი პირის ღრუ საერთო ჯანმრთელობის  საწინდარია.

 

სუპერდენტოლაინი გამოირჩევა უნივერსალური შემადგენლობით.

 

პრეპარატის შემადგენლობა

  ბროწეულის ნაყოფის ქერქი: შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, C, B1, B6 PP ვიტამინებს. ახასიათებს ანტიმიკრობული   და შემკვრელი მოქმედება.

მუხის ქერქი: შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს და ორგანულ მჟავებს. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო  მოქმედება.

შაბი: ახასიათებს სისხლდენის შემაჩერებელი  და ანტიმიკოზური  თვისება .

დინდგელის სპირტიან ნაყენს: ახასიათებს ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, ანტივირუსული მოქმედება. დინდგელი შეიცავს ორგანულ ნივთიერებებს, ფლავონიდებს, მჟავებს, ფერმენტებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ასევე მიკროელემენტებს  ალუმინს, ვანადიუმს, რკინას, მანგანუმს, კალციუმს, B1, B2 , C, E, PP ვიტამინს, კაროტინს.

 

1  მცენარეული პრეპარატი სუპერდენტოლაინი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის პროფილაქტიკური და  სამკურნალო საშუალება

 

ადგილობრივი გამოყენებით პრეპარატი კარგად შეიწოვება ლორწოვანით და ღრმად  აღწევს ანთებით ქსოვილში.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

 ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ლორ-ინფექციების პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალება

 

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები

სტომატიტი

გინგივიტი (აქრობს პათოლოგიურ ჯიბეებს აჩერებს ჩირქდენას და აქრობს არასასიამოვნო სუნსა და გემოს პირის ღრუში)

პარადონტოზი (პრეპარატი პირის ღრუში აკეთებს ვაკუმს, რაც ხელს უწყობს დეგენერაციული ქსოვილის მოცილებას და აღადგენს ქსოვილის ნორმალურ სტრუქტურას) აჩერებს სისხლდენას

მწვავე და ქრონიკული პარადონტიტი

ალვეოლიტი

 

ლორ-ინფექციები

ლარინგიტი

კატარი

ფარინგიტი

ანგინა

ტონზილიტი

 

ყბა-სახის ქირურგიაში:ტონზილექტომიისა და ყბის მოტეხილობის დროს განვითარებულ ლორწოვანისა და რბილ ქსოვილების დაზიანებას. კბილის ექსტრაქციიდან 8 საათის შემდეგ პრეპარატის გამოყენება ხელს უწყობს  უჯრედების პროლიფერაციას და რეგენერაციას. აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. (ექსტრაქციის შემდეგ)

 

ფისტულა და აბსცესის  შემთვევაში პრეპარატის გამოყენება ხელს უწყობს დრენირებას (დაწრეტა - სეკრეტიის და ჩირქის) და აღადგენს ქსოვილის ნორმალურ სტრუქტურას.

 

ორთოპედიულ პრაქტიკაში - არასწორად მორგებული ფირფიტოვანი და ხიდისებრი პროტეზირების შემდგომ მიღებული ნაწოლების სამკურნალოდ. სწრაფად ახორცებს ჭრილობებს და პრეპარატის უკვე მე-4 დღეს შესაძლებელია პროთეზირება.

 

უკუჩვენება

პრეპარატს უკუჩვენება არ გააჩნია.

 

 

გვერდითი მოვლენა 

იშვიათ შემთხვევაში ახასიათებს ადგილობრივად წვის შეგრძნება პირის ღრუში

 

დოზირება

1 . 3 ჯერ დღეში. პრეპარატი პირის ღრუში უნდა გაჩერდეს 2-3 წუთი.

 

ბავშვებში 2-9 წლამდე პრეპარატი  ზავდება შემდეგნაირად: 1 .. წყალი 1 . სუპერ დენტოლოანი განაზავეთ ერთმანეთში.

 

ანგინის, მწვავე და ქრონიკული ტონზილიტის დროს განზავებული ხსნარი(50% სუპერ დენტოლაინი და 50% გადადუღებული წყალი ) ყელში სავლებად 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

 

რატომ უნდა ავირჩიოთ სუპერ დენტოლაინი?

სუპერდენტოლაინი არის ბუნებრივ ეკოლოგიურ სუფთა პროდუქტზე დამზადებული მაღალეფექტური და სწრაფმოქმედი საშუალება.

 

სუპერ დენტოლაინი გამოიყენება როგორც სამკურნალოდ,ასევე პროფილაქტიკურ საშუალებად ბავშვებში, მოზარდებში და ორსულ ქალებში.

 

გამოშვების ფორმა

100 მლ. ნაყენი

 

მწარმოებელი  შ.პ.ს "ესკულაპი"