ესკუს სომნი მცენარეთა ნაკრების კომბინირებული ნაყენი.

 

პრეპარატის შემადგენლობა

ვალერიანი:შეიცავს ეთერზეთებს (ბორნილიზოვალერიანატი, ბორნეოლი, კამფენი, პინენი) ალკალოიდებს (ვალერინი, ხატინინი)  მთრიმლავი ნივთიერებებს, საპონინებს. აქვს კარგად გამოხატული სედაციური, ანტიჰიპერტენზიული, ანტიარითმიული, ვეგეტომასტიმულირებელი, ტრანკვილიზური ეფექტი.

 

ბარამბო:შეიცავს ასკორბინ მჟავას, ეთერზეთებს (ციტრალი, გერანიოლი, ლინალოოლი)  მთრიმლავ ნივთიერებებს, მიკროელემენტებს. ახასიათებს სედაციური, სპაზმოლიტური, ანალგეტიკური, ანტიკონვულსიური, მსუბუქი საძილე მოქმედება. 

 

კრაზანა:შეიცავს მიკროელემენტებს (კალიუმი, რკინა, სელენი, მოლიბდენი) მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთები (ცინეოლი, სიტოსტერინი), ტრიტერპენული საპონინებს, ალკალოიდებს, ფლავანოიდებს. ახასიათებს სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის რეგენერაციას.

 

თავშავა :შეიცავს ეთერზეთს, რომლის შემადგენლობაში შედის თიმოლი და კარვაკროლი, მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას. გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი საშუალება. 

 

შავბალახა: შეიცავს ალკალოიდებს (სტაქიდრინი, ლეონურინი, ლეონურიდინი) საპონინებს, ფლავონოიდებს (კვერციტინი, რუტინი, კვინკველოზიდი, ჰიპეროზიდი), ეთერზეთს (დიტერპენოიდი), სტეროიდულ გლიკოზიდებს. ახასიათებს სპაზმოლიზური, (კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება). ამცირებს ცნს აგზნებას,    ანელებს რიტმს და აძლიერებს გულის შეკუმშვის ძალას (ჰიპოტენზიური საშუალება).

 

1 მცენარეული პრეპარატი  დამამშვიდებელი და საძილე საშუალება მცენარეული პრეპარატი ესკუს სომნის ნაყენი

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

მცენარეული სედატიური და საძილე საშუალება

      

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ესკუს სომნი წარმოადგენს კომბინირებული მცენარეულ პრეპარატს,  ესკუს სომნი ავლენს ტრანკვილიზურ, ანტიკონვულსიურ, სედატიურ, მიორელექსაციურ, სპაზმოლიტურ მოქმედებას. აუმჯობესებს მეხსიერებას და ვეგეტოსისხლძარღვოვან რეგულაციას. პრეპარატი ამცირებს მოუსვენრობას, შიშს, განგაშისა და დაძაბულობის შეგრძნებას. აგრეთვე პრეპარატს გააჩნია კარგად გამოხატული ანტიდეპრესიული მოქმედება. აძლიერებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აადვილებს და აღრმავებს ბუნებრივი ძილის პროცესს.

 

ჩვენება

მსუბუქი და საშუალო დეპრესიული მდგომარეობა,

ფსიქოვეგეტატიური დარღვევები,

ნევრასთენიის მსუბუქი ფორმა, ადვილად აგზნებადობა, შიშები, ქრონიკული   დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა (გაფანტულობა, მეხსიერების დაქვეითება),

არტერიული წნევის ცვალებადობა,

უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში,

გახშირებული გულის ცემა,

უძილობა,

ძილის რითმის დარღვევა,

"მენეჯერის სინდრომი" (მუდმივი ნერვული დაძაბვის მდგომარეობა),

თავის ტკივილი (დაკავშირებული ნერვულ დაძაბულობასთან),

შაკიკი,

ვეგეტოდისტონია,

კლიმაქტერული სინდრომი (წამოხურება, ალები, ადვილად გაღიზიანება),

კუჭნაწლავის ფუნქციური დაავადებები, (დისპეპსიური სინდრომი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი),

ქავილით მიმდინარე დერმატოზები (ატოპიური და სებორეული ეგზემა, ჭინჭრის ციება, ნეიროდერმიტი),

 

გვერდითი მოვლენა

არ გააჩნია 

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ


რატომ უნდა ავირჩიოთ ესკუს სომნი?

დამზადებულია ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა კომპონენტებზე.

აქვს კარგად გამოხატული სედაციური და საძილე ეფექტი.

 მაღალეფექტურობა სწრაფი გამოჯანმრთელობა.

პრეპარატი არ იწვევს შეჩვევას.

რეკომენდირებულია ტრანსპორტის მძღოლებისთვის.

გაიცემა ურეცეპტოდ.


დოზირება

მოზრდილებში და დიდებში - 1  ს. კ. ესკუს სომნი განაზავეთ 1 ს. კ. წყალში და მიიღეთ დღეში 2-ჯერ ჭამის შემდეგ. (თუ უძილობა გაწუხებთ,  პრეპარატი მიიღეთ უშუალო ძილის წინ)

გამოშვების ფორმა

 100 მლ ნაყენი

მწარმოებელი  შ.პ.ს "ესკულაპი"